იტვირთება

"მესხიშვილის თეატრი უკანასკნელ გზაზე აცილებს ზვიად სვანაძეს, სცენიდან, სადაც 35 წელი მაყურებლისთვის იღწვოდა და დაუვიწყარ როლებს განასახიერებდა"

"მესხიშვილის თეატრი უკანასკნელ გზაზე აცილებს ზვიად სვანაძეს, სცენიდან, სადაც 35 წელი მაყურებლისთვის იღწვოდა და დაუვიწყარ როლებს განასახიერებდა"

მსახიობ ზვიად სვანაძეს, რომელიც ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. 

"18 ნოემბერს, მესხიშვილის თეატრი უკანასკნელ გზაზე აცილებს ზვიად სვანაძეს, სცენიდან, სადაც 35 წელი მაყურებლისთვის იღწვოდა და დაუვიწყარ როლებს განასახიერებდა. ბოლოჯერ დადგება თავის მშობლიურ სცენაზე, ბოლო ტაშის, სიყვარულის, მადლიერების და სინანულის ცრემლის მისაღებად. 

გემშვიდობებით, ძალიან დაგვაკლდები ზვიად,"-აცხადებენ თეატრში.

მსახიობ ზვიად სვანაძის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაავრცელა კულტურის სამინისტრომ. 
 
"ზვიად სვანაძე 1989 წლიდან იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 2011 წლიდან იყო აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორისა და ხელოვნების კოლეჯის მეტყველების პედაგოგი.
 
ზვიად სვანაძემ არაერთ სპექტაკლში შექმნა საინტერესო და დასამახსოვრებელი სახეები: ლექსო („ნატაძრალი“), გრენგოლმი („გუშინდელნი“), ალგრისი („სიყვარული,ჯაზი და ეშმაკი“), ლიმონა („საბრალდებო დასკვნა“), დიდრო („დიდრო“), დალაქი („თქვენო უდიდებულესობავ“), დაფნა („ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“), ტარიელი („ამიკო“), ადოლფ ლაბა („სიკვდილისათვის განწირული ათეული“), ზებედე („უსასრულობის ათვლა დაიწყო“),  პანსლადეკი, ვიქტორი („დუპლეტი“), ფერნანი („ქარი ქრის ვერხვებში“) და სხვ.
 
ზვიად სვანაძის სამსახიობო ოსტატობა არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. 1993 წელს მას გადაეცა ღირსების მედალი; 2015 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის (დაფნა, „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“); 2020 წელს მიენიჭა წოდება - „ქართული სცენის დესპანი“ (სპექტაკლისთვის „დუპლეტი“); იმავე წელს მიიღო გრან-პრი (სპექტაკლისთვის „ქარი ქრის ვერხვებში“).

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს ზვიად სვანაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს,"-ნათქვამია წერილში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები