Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოგვეცით მუშაობის საშუალება,'- ჟურნალისტების მდუმარე აქცია ქუთაისში

თარიღი : 14-10-2016, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"მოგვეცით მუშაობის საშუალება,"-ამ სლოგანით ქუთაისში, 30-მდე ჟურნალისტმა მდუმარე აქცია გამართა. მედიის სფეროს წარმომადგენლები 8 ოქტომბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინცინდენტს გმობენ და აღნიშანევნ, რომ მათ არჩევნების ღამეს პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მიეცათ. ჟურნალისტები შესაბამის ორგანოებს, საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

"რამდენიმე წლის წინ ზუსტად ამ ადგილზე ვიდექით და იგივეს ვაპროტესტებდით, რომ შეწყდეს ჟურნალისტებზე ძალადობა და ზეწოლა და მოგვეცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება. რადგან ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვევალება საზოგადოებას ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია გადავცეთ,"-განაცხადა ფანცხავამ.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგი"-ს გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე და უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე შეუერთდა.

"არა აგრესიას ჟურნალისტებზე, სწორედ ამ მიზნით შემოვუერთდი აქციას. ვფიქრობ, რომ ფაქტს სხვა არასამთავრობოებიც უნდა გამოეხმაურონ, რადგან მეოთხე ხელისუფლებას თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეს,"- აღნიშნა გვანცა თოთაძემ.

შეგახსენებთ რომ საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს, სავარაუდოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდენენ, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს აპარატურა დაუზიანდათ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


ნანახია: 3409-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჟურნალისტების აქცია 12:00 სააათზე ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
ჟურნალსიტები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებენ, რომ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მიეცეთ.
"თაობათა დიალოგს" ახალი გენერალური მდივანი ჰყავს.

ამინდი