Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს თეატრის მოყვარულთა წრე დაემატა

თარიღი : 14-10-2016, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალში -მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თეატრის მოყვარულთა წრე გაიხსნა. წრეს სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი ხელმძღვანელობს.

"გადავწყვიტეთ, რომ სასხლეში გაგვეხსნა თეატრის მოყვარულთა წრე. როგორც წესი, სასახლეში გვაქვს ტრადიცია და ჩვენთან სხვადასხვა დასახელების წრე მუშაობს. აქ არის ლიტერატურის წრე, მხატვრული კითხვის წრე. შემოქმედი ბავშვები არიან ჩვენს გარშემო და რადგან არსებობს შემოქმედებით ბავშვთა წრე, გადავწყვიტეთ ეს ბავშვები თეატრალურ წრეშიც გავაერთიანოთ. ეს წრე უპირველეს ყოვლისა გულისხმობს იმას, რომ სპექტაკლები უნდა გაკეთდეს. წლის ბოლოს სპექტაკლებს დავდგამთ. ეს ბავშვები მოვიდნენ, როგორც მომავალი მსახიობები. როგორი კატეგორიის ბავშვებიც მეყოლება და რის საშუალებასაც მომცემენ ისინი, იმის მიხედვით დავდგამ სპექტაკლებს. ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ დასაწყისი. მნიშვნელოვანია წლის ბოლოს რა შედეგს დავდებთ. წლის ბოლოს სავარაუდოდ ლიტერატურულ სპექტაკლებს დავდგამთ და შემდგომ გადავალთ სხვადასხვა პიესაზე,"- აცხადებს მარინა მარჯანიშვილი.

თეატრის მოყვარულთა წრე სასახლეში არსებული 32 წრიდან ერთ-ერთია. მარინა მარჯანიშვილის განცხადებით, ყველა წრე, რომელიც სასახლეში ფუნქციონირებს, უფასოა. მისივე თქმით, სამომავლოდ კინოხელოვნებისა და ფოტოხელოვნების ჯგუფებიც ამუშავდება.

ცნობისთვის, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 1018 მოსწავლე სწავლობს.

თეონა ჯინჭველაშვილი


ნანახია: 1943-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლე განცხადებას ავრცელებს.
კონკურსებში ჩართვა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ.
კონფერენციაში დაახლოებით 300-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ქუთაისში შერჩეული ნამუშევრები თბილისში, ეროვნულ კონფერენციაზე
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, რომელიც დაახლოებით 1 100 მოსწავლეს ემსახურება, ფუნქციონირება ავარიულ შენობაში უწევს.
ღონისძიებას ქუთაისიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უერთდება.

ამინდი