Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საუკეთესო ფილმად დასახელებული ფილმის ჩვენება ქუთაისში

თარიღი : 13-10-2016, 20:09 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმის- „სხვისი სახლი“ ჩვენება გაიმართება. ფილმის ჩვენებას თავად რეჟისორი დაესწრება. ეს პრაქტიკულად საპრემიერო ჩვენება იქნება, რადგან ფართო მაყურებელს საქართველოში რუსუდან გლურჯიძის ფილმი ჯერ არ უნახავს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ფილმი ბევრისთვის მტკივნეულ თემას - 1990-იანი წლების საქართველოს და აფხაზეთის ომს ეხება. სიუჟეტი ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
რუსუდან გლურჯიძის ფილმი კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული სურათია.

ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საუკეთესო ფილმად დასახელდა საკონკურსო პროგრამაში East of the West. „სხვისი სახლი“ აგრეთვე საქართველოს სახელით ოფიციალურად წარდგენილია ოქროს გლობუსის სელექციაზე ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“

"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.


ნანახია: 1912-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, 13
დოკუმენტური ფილმი რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის გადაღება მაშინ დაიწყო, როცა მწერალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ქუთაისში ფილმის პრეზენტაცია 13 დეკემბერს, 16:00 საათზე შედგება.
დოკუმენტური ფილმი სიმღერის 'სულიკო'-ს ისტორიასა და მისი ავტორის შესახებ მოგვითხრობს.
ნაწილი ფილმს მისი პერსონაჟიდან გამომდინარე ამორალურს უწოდებდა

ამინდი