Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

თარიღი : 13-10-2016, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის 2017-2018 წლების სტრატეგია განიხილეს.

საბჭოს სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები შალვა გაბრიაძე, გიორგი ლომთაძე, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო სოციალური სამსახურების უფროსები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის TDDF“-ის, საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ორგანიზაციის წარმომადგენლები და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგია ჩამოყალიბდა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობით, სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის სიტუაციური ანალიზის საფუძველზე. შეხვედრა საინტერესოდ და მონაწილეების აქტიური ჩართულობით წარიმართა.

საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად დაეხმარათ, რადგანაც მათ ხელთ ქონდათ ბენეფიციართა საჭიროებების გათვალისწინებით პრობლემის ერთიანი და სისტემური ხედვა.

სტრატეგიის განხილივის შემდგომი ნაბიჯი იქნება 2017-2018 წლების მუნიციპალური სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება. გეგმის ჩამოყალიბების პროცესი წარიმართება საჯაროდ, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი უშუალო თანამონაწილეობით.
საბჭოს წევრების აზრით, აღნიშნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაეხმარებათ სოციალური სერვისები მოქსიმალურად იყოს მორგებული ბენეფიციართა საჭიროებებზე და მკვეთრად გაიზარდოს მათი ეფექტურობის ხარისხი.

NS


ნანახია: 1897-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'საქართველოში სოციალური სერვისი ერთჯერადი ფულადი დახმარებებით შემოიფარგლება.'
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის მრჩეველთა საბჭოს წევრების სასწავლო ვიზიტი პრაღაში სოციალური პროექტის ფარგლებში შედგა.
10-წლიანი თანამშრომლობისა და მრავალი ერთობლივი პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციას 'ადამიანი
სხდომაზე სულხან მახათაძემ საბჭოს წევრებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებული და სამომავლოდ განსახორციელებები პროქტების

ამინდი