Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ურჩი დეპუტატები-რომელ დეპუტატებს ერიცხებათ ყველაზე მეტი ჯარიმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის?

თარიღი : 12-10-2016, 21:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
​IDFI-მ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია პარლამენტის წევრებზე დროებით მფლობელობაში გადაცემულ სახელმწიფო ავტომობილებზე დაკისრებული ვიდეო ჯარიმების შესახებ.
პარლამენტის ინფორმაციით, 2012-2016 წლებში აპარატის ბალანსზე არსებული ავტომობილებით სარგებლობისას 34 დეპუტატის ავტომანქანაზე გამოიწერა სულ 63 ვიდეო ჯარიმა. ყველაზე მეტი - 27 ვიდეო ჯარიმა 2013 წელს გაფორმდა. სხვა წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2012 – 18, 2014 - 8, 2015 - 7, 2016 (6 თვე) – 3 ჯარიმა.
2012-2016 წლებში ყველაზე მეტი (თითოეულს ოთხი) ვიდეო ჯარიმა ფიქსირდება დავით ონოფრიშვილისა და შალვა კიკნაველიძის სარგებლობაში არსებულ ავტომობილებზე.
3 ვიდეო ჯარიმა ფიქსირდება გუბაზ სანიკიძის, გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, მანანა კობახიძისა და პაატა კიკნაველიძის სარგებლობაში არსებულ ავტომობილებზე. პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის შემთხევაში - ორი ვიდეო ჯარიმა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის განმარტებით, ვიდეო ჯარიმის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ შესაბამისი ავტომობილების მძღოლებს და არა პარლამენტის აპარატს.

IDFI-მ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია 2012-2016 წლებში საპატრულო პოლიციის მიერ ავტომობილების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეო ჯარიმების შესახებ, მათ შორის სახელმწიფო უწყებების განკარგულებაში არსებულ, მინისტრების და მათი მოადგილეების დროებით მფლობელობაში გადაცემულ ავტომობილებზე განცალკევებით.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, 2012 წლიდან ავტომობილების მფლობელებზე გამოწერილი ვიდეო ჯარიმების საერთო ოდენობა ყოველწლიურად მატულობს:
2012 წელი-140,432 საჯარიმო ქვითარი
2013 წელი - 256,391 საჯარიმო ქვითარი
2014 წელი -275,953 საჯარიმო ქვითარი
2015 წელი – 294,558 საჯარიმო ქვითარი
2016 წლის პირველ ექვს თვეში - 161,960 ვიდეო ჯარიმა
სამწუხაროდ, სამინისტროს მიერ ვერ იქნა მოწოდებული მონაცემები საჯარო დაწესებულების ბალანსზე, მინისტრების და მათი მოადგილეების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ავტომობილებზე გამოწერილი ვიდეო ჯარიმების შესახებ.


ნანახია: 2629-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2013 წლის იანვრიდან ივნისამდე მონაკვეთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მოქალაქეებს 31 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევა.
მას შემდეგ, რაც ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმები განახევრდა, ქვეყანაში, განსაკუთრებით
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, წინა და დღევანდელი ხელისუფლებების საქმიანობის კრიტიკისას განაცხადა:
2013-2014 წლებში ნარკოტიკული დანაშაულის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სულ მცირე 17 816 000 ლარის ოდენობის ჯარიმა
საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.