Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სადღესასწაულო კომპანია Effect Studio-ს წარმატების საიდუმლო-'გულიანად გვიყვარს საქმის კეთება'

თარიღი : 12-10-2016, 16:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის ზაფხულში ქუთაისში საღესასწაულო კომპანია "Effect Studio" გაიხსნა. კომპანია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პუშკინის ქუჩაზე, ე.წ. "პაბ"-ის ჩასახვევში მდებარეობს. "Effect Studio" თავისი საქმიანობის სფეროდ ნებისმიერი დღესასწაულის დაგეგმვა-ორგანიზებას ასახელებს. როგორც კომპანიის დაფუძნებელი სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი ამბობს, მათ აქვთ ყველა მომსახურება- ქორწილის ორგანიზება, ფოტო-ვიდეო გადაღება და ჰყავთ ლიმუზინი.

„უბრალოდ საჭიროა, მოვიდეს სიძე-პატარძალი, გვითხრან, რომ ქორწილი სურთ და ყველაფრის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვიღებთ. ჩვენი კომპანიისათვის მთავარია ხარისხი. ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ყველა მომსახურება თანხასთან არის დაკავშირებული, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მრავალფეროვანი მომსახურების და სერვისის მიუხედავად, ფასები აბსოლუტურად მისაღებია,“- აცხადებს სოფო რაჭველი-ბასილაშვილი.
http://www.picz.ge/img/s3/1610/12/2/27370afeb253.jpg
არსებობის მცირე პერიოდის მიუხედავად, "Effect Studio"-მ უკვე შეძლო წარმატების მოპოვება და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზება. სოფიო რაჭველი-ბასილაშვილის თქმით, კომპანიის წარმატება გუნდის პროფესიონალიზმისა და საქმის მიმართ გამოჩენილი სიყვარულის დამსახურებაა.

„ჩვენი კომპანიის სერვისებზე მოთხოვნა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ველოდით. ვთვლი, რომ ეს ჩვენი გადამღები ჯგუფის დამსახურებაა, მათ მთელი ქალაქი იცნობს. ისინი ცნობადები არიან არა მარტო ქუთაისში, არამედ იმერეთის რეგიონში. ხშირად ვამბობ, რომ გულიანი მომსახურეობა ვიცით და ამითაც გავითქვით სახელი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს,“ - ამბობს სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი.

საქმის მიმართ გამოხატულმა ამგვარმა მიდგომებმა საღესასწაულო კომპანია "Effect Studio-ს სერვისების ზრდა განაპირობა. კომპანიის მომსახურების ჩამონათვალს პრეზენტაციების მოწყობა, ფურშეტი, ნებისმიერი ღონისძიებისა და ახალი ბიზნეს ობიექტების გახსნის ცერემონიალის ორგანიზება დაემატა.

„ვცდილობთ, რომ მუდმივად სიახლეების ძიებაში ვიყოთ. არსებული სერვისებისთვის ახალი სერვისების დამატების გარდა, უკვე არსებულ სერვისშიც შეგვაქვს სიახლეები. მაგალითად, წყვილებს ვთავაზობთ გადაღებას და ხელის მოწერის ცერემონიალს წყლის ქვეშ, თუმცა ჯერჯერობით უარს ამბობენ, კაბის დასველებას ერიდებიან პატარძლები. მოთხოვნადი ადგილებია "ბაგრატი 1003"-ის ტერასა და სათაფლია. ქალაქის ცენტრალურ მოედანზეც გვქონდა ღონისძიება. სიახლეებზე ერთი ასეთი კურიოზი მახსენდება: ჩვენ ვაკეთებთ ღონისძიების ინსცენირებას და დიზაინს, ვიდრე ძირითადი ღონისძიება შედგება. ერთ-ერთ წყვილს ამგვარი ინსცენირებისას ხელი მოვაწერინეთ. ერთი წლის შემდეგ მირეკავს ეს წყვილი და მეუბნება, რომ იმ ფურცლით, რომელზეც მე მოვაწერინე ხელი, სამშობიაროდან შვილი ვერ გამოიყვანა. ასეთი შემთხვევებიც გვაქვს. მთავარი კი ის არის, რომ ძალიან გვიყვარს ყველა ადამიანი, ყველა ორგანიზაცია ვინც ჩვენს გუნდს ენდობა და ამით კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გვეძლევა უფრო მეტი წარმატებისთვის," - ამბობს სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი.


ნანახია: 2206-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომპანიის სერვისებსა და გეგმებზე Topnews.com.ge-ს 'Effect Studio'-ს დაფუძნებელი სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი ესაუბრა.
სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მანანა გოგლიჩიძის ქველმოქმედების აფიშირების სურვილი გაუჩნდა. მისი
ორი წელია, რაც სადღესასწაულო კომპანია Event House ადამიანების ბედნიერი დღეებისა და ცხოვრების სასიხარულო მოვლენების კიდევ უფრო
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ქუთაისში არსებული სადღესასწაულო კომპანია Event House აქციას გეგმავს.
სოფო რაჭველის თქმით, შენობაში საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია.
ყვავილები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საჩუქრად რჩება. უმრავლესობის აზრით, ყვავილების ჩუქებას მიზეზი არ ჭირდება. იმის
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი