Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სს მისო 'კრისტალი' 2016 წლის ევროპის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაჯილდოებაზე საუკეთესოთა შორისაა

თარიღი : 12-10-2016, 10:37 | კატეგორია: ახალი ამბები, რეკლამა   
topnews.com.ge
ევროპის მიკროსაფინანსო დაჯილდოების მე-7 ღონისძიებაზე, „განათლების ხელმისაწვდომობის" სფეროში მომუშავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის სს მისო „კრისტალი" საუკეთესოთა შორის დასახელდა.

„ევროპის მიკროსაფინანსო ჯილდო" ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2005 წელს დააწესა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მიკროსაფინანსო ინიციატივების განხორციელებას და ხაზი გაუსვას სექტორის განვითარებაში მათ მიერ შეტანილ წვლილს.

ევროპის მიკროსაფინანსო ჯილდოს მე-7 ღონისძიება e_MFP-ს (European Microfinance Platform) და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება მოიცავდა „განათლების ხელმისაწვდომობის" სფეროში საუკეთესო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამოვლენას და დაჯილდოებას. კონკურსში 19 ქვეყანა და 30 კომპანია მონაწილეობდა, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კრისტალი საუკეთესო ათეულში დასახელდა.

მიკროდაფინანსების გარდა სს მისო „კრისტალი" უკვე 4 წელია ახორციელებს საგანმანათლებრო პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების სწავლებას, გავითარებას, სხვადასხვა უნარების გამომუშავებას, სტაჟირებას და დასაქმებას.

2013 წელს კომპანიამ დაარსა „კრისტალის საზაფხულო სკოლა" , სადაც ყოველგვარი საფასურის გარეშე სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. საზაფხულო სკოლაში სწავლება ინოვაციური მეთოდებით ხორციელდება და მათ შორის წარმატებულები კომპანიაში საქმდებიან. დღემდე საზაფხულო სკოლა გაიარა 84 სტუდენტმა, საიდანაც 27 მონაწილე კრისტალში დასაქმდა.

2016 წელს სს მისო „კრისტალმა" შექმნა „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" პროექტის -,„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა'' (YES-Georgia) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი ‘'კრისტალთან'' და ორგანიზაცია 'PH International-თან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" ითვალისწინებს ორ ეტაპიან სწავლებას. პირველ ეტაპზე მსმენელები გამოიმუშავებენ სხვადასხვა სამუშაო უნარებს, ხოლო მეორე ეტაპზე მონაწილეების მიერ ხდება საინვესტიციო პროექტების მომზადება. მსმენელების მიერ შემუშავებული საუკეთესო პროექტები იღებენ თანადაფინანსებას სს მისო „კრისტალისგან''.

სს მისო „კრისტალი" წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კრისტალის 700-მდე თანამშრომელი 37 ფილიალისა და 11 სერვის-ცენტრის მეშვეობით ემსახურება 60,000-მდე მომხმარებელს.

სს მისო კრისტალის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.crystal.ge


ნანახია: 1337-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიკროდაფინანსების გარდა, სს მისო 'კრისტალი' უკვე 4 წელია ახორციელებს საგანმანათლებრო პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს
ორგანიზაციას ჯამში 10 მიმდინარე ვაკანსია აქვს.
მიმდინარე წელს ორგანიზაციის საზაფხულო სკოლამ 45 სტუდენტს ერთი თვის განმავლობაში სწავლების კურსი დაუფინანსა, ხოლო საზაფხულო სკოლის
'კრისტალი' გეგმავს მომავალშიც მხარი დაუჭიროს და აქტიურად ჩაერთოს მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტებში.
„კრისტალი“ პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელმაც ამერიკული ინვესტიცია მოიზიდა და 400-ზე მეტი თანამშრომელი დაასაქმა.
'კრისტალი' ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში.
გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.

ამინდი