"რა ვუყოთ ამ ვიოლონჩელოს"–სპექტაკლის პრემიერა ქუთაისში გაიმართა

უჩვეულო ფორმით ჩაიარა გიორგი თავაძის რეჟისორობით დადგულმა სპექტაკლმა, "რა ვუყოთ ამ ვიოლონჩელოს". უჩვეულობა კი მაყურებლის სცენაზე ყოფნაში გამოიხატა. 80მდე დამსწრე სპექტაკლს თვალს ბახისა და ვივალდის ფონზე ადევნებდა.
"Perpetuum mobile"-ში ოთხი მსახიობი თამაშობდა.
გიორგი შალამბერიძის თქმით, სპექტაკლის განსხვავებულობამ მუშაობის საინტერესო პროცესი გამოიწვია.
"ძალიან საინტერესო იყო ამ სპექტაკლზე მუშაობა, რადგან პიესის ავტორი განსხვავებულ ხელწერას ფლობს, რომელსაც რეჟისორი გვთავაზობს. მას მსახიობებთან მუშაობის გამსხვავებული სისტემა აქვს. საინტერესო მუშაობამ როგორი შედეგი მოიტანა ეს უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია,"– აღნიშნა შალამბერიძემ.
რეჟისორის, გიორგი თავაძის თქმით კი, სპექტაკლის დადგმის იდეა პიესაში წინა პლანზე წამოჭრილმა პრობლემებმა გააჩინა.
"ვინაიდან პიესის თემა მნიშვნელოვანი და პოპულარულია, გადავწყვიტეთ იგი ჩვენც დაგვედგა, რადგან ის ჩვენს გაუსაძლის ყოფას ეხმაურება. სპექტაკლში მოაწილეობა მესხიშვილის ცნობილმა და გამოცდილმა მსახიობებმა მიიღეს,"– განაცხადა თავაძემ.
სპექტაკლის პრემიერა ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში შედგა. "Perpetuum mobile"–ს ხილვის საშუალება მაყურებელს 12 ოქტომბერს კვლავ ექნება,