Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემი პოლიტიკა საქმის კეთება და უკეთესი ჭიათურის შენებაა,'- თეიმურაზ გაფრინდაშვილი განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 11-10-2016, 13:07 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ჩემი პოლიტიკა საქმის კეთება და უკეთესი ჭიათურის შენებაა," - ამგვარად ეხმიანება "თავისუფალი დემოკრატების" ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი პარტიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

გაფრინდაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ პიროვნებების პოლიტიკაში მოსვლა თუ პოლიტიკიდან წასვლა ჩვეული პროცესია. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატის გეგმებს, თეიმურაზ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ჭიათურაში დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირებები და გამგეობამ, საკრებულომ თუ მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ ხალხის სასარგებლოდ ერთობლივად იმუშაონ.

"მთელი ჩემი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან აქტიურად ვრცელებოდა ხმები თითქოს თეიმურაზ გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებში მონაწილეობას აღარ აგრძელებდა. იგივე ხმები ვრცელდება მას შემდეგ, რაც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილი თავისი გუნდით რჩება საარჩევნო მარათონში და უფრო მეტი მოტივაციით აგრძელებს ბრძოლას. ყოველთვის ვამბობ და ახლაც განვმეორდები, რომ პოლიტიკოსი არ ვარ და ამ სტატუსზე არც არასდროს მქონია პრეტენზია. ჩემი და ჩემი გუნდის ერთადერთი პრეტენზია, ამბიცია და სურვილი უკეთესი ჭიათურა და ჭიათურელთა კეთილდღეობაა. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამ ქალაქში დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირებები და დაიწყოს საქმის კეთება, საქმე კი ყველამ ერთად უნდა აკეთოს იქნება ეს გამგეობა, საკრებულო თუ მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო," - აცხადებს თეიმურაზ გარინდაშვილი.


ნანახია: 2097-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეიმურაზ გაფრინდაშვილი თვლის, რომ ამგვარად მას, როგორც ძლიერ კანდიდატს ებრძვიან.
'ვრჩები საარჩევნო რეჟიმში და ვაგრძელებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას. მე და ჩემს მხარდამჭერებს ჭორები ვერ შეგვაშინებს,' -
'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჭიათურაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ალასანია 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ
ირაკლი ალასანია 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი წინასაარჩევნო
თეიმურაზ გაფრინდაშვილი არჩევნების მეორე ტურში 'ქართული ოცნების' კანდიდატს, სულხან მახათაძეს უპირისპირდება.

ამინდი