Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელ სალომინაოში დაზიანებულ გზებს რეაბილიტაცია უტარდება

თარიღი : 10-10-2016, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის სალომინაოს ადმინისრაციულ ერთულში სტიქიის ლიკვიდაციისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სარეაბილიტაიო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი კარიერის საშუალებით დაიხრეშა სოფელ სალომინაოს ცენტრიდან ფერეთას მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზა, ასევე ტოფაძეების უბანი.

სოფელში იწმინდება და ეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხები, საბოგირე გადასასვლელები, იხრეშება სტიქიით დაზიანებული შიდა საუბნო გზები, ეწყობა ცხაურები და წყალგამტარი მილები.
http://www.picz.ge/img/s4/1610/10/9/9e7cd920581e.jpg
აღნიშნული პროგრამით სალომინაოში 51 დასახელების სამუშაო შესრულდება, მიმდინარე სამუშაოების განსახორციელებლად კი ბიუჯეტიდან 141 500 ლარი დაიხარჯება.

სტიქიის ლიკვიდაციის და სოფლის მხარდაჭერის გაერთიანებული პროგრამის მიმდინარეობას ვანის მუნიციპალიტეტში სისტემატიურ ზედამხედველობას უწევს გამგეობის „ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახური“. როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოები ვადების დაცვით ხარისხიანად ხორციელდება.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წელს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევით სოფელ სალომინაოში ათწლეულების მანძილზე მოუგვარებელი უგზოობის პრობლემაც გადაიჭრა და ზეინდარი-სალომინაოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 1780 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.ამ უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 340 000 ლარი დაიხარჯა.

NS


ნანახია: 1509-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ სალომინაოში უგზოობა ათწლეულების მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობის უმძიმეს პრობლემას წარმოადგენდა.
სოფელში მიმდინარე სამუშაოები გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა დაათვალიერა.
სოფელ ფერეთაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 419 400 ლარიდან 65 დასახელების სამუშაო შესრულდება.
სოფელ ყუმურში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის ოდენობა 368 800 ლარს შეადგენს,რომლითაც სოფელში 14 დასახელების სამუშაო
დღეის მდგომარეობით დახრეშილია ზედავანი-ტყელვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი.

ამინდი