იტვირთება

ხონში სოფლად მცხოვრები 12 ქალი მადლობის სიგელითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს

ხონში სოფლად მცხოვრები 12 ქალი მადლობის სიგელითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ კობა კუბლაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ, მერის წარმომადგენლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლებმა, თემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სოფლად მცხოვრები 12 ქალი მადლობის სიგელითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. 

"სოფლად მცხოვრები ქალების შრომა ბევრს სირთულესთან არის დაკავშირებული. ზოგ მათგანს, ზრუნვის შრომასთან ერთად, შეთავსებული აქვს საგანმანათლებლო, საჯარო, ჯანდაცვის და სხვა საქმიანობები, რაც დიდ ძალისხმევასა და გამძლეობას მოითხოვს. 

მიუხედავად ამისა, ბევრი ქალი ჩვენს გარშემო, სოფლად შრომის მძიმე ფერხულში დილიდან დაღამებამდე, კვირიდან - კვირამდე, თვიდან- თვემდე და მთელი ცხოვრება არის ჩაბმული, შრომობს შინ და გარეთ, ქმნის დოვლათს, ემსახურება თემს და ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს,"-აცხადებენ ხონის მერიაში.

"კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ქალბატონს გაწეული ამაგისთვის, ღვაწლისთვის, დამსახურებებისთვის, რაც შეუფასებელია. ბოლო დროს ჩვენს სოფლებში ბევრი პროექტი განხორციელდა, რაც პირდაპირ მიმართულია ქალების შრომის შესამსუბუქებლად. საბავშვო ბაღების მშენებლობა თუ რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, გარე-განათების ქსელის მონტაჟი, სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტები. დღევანდელი დღეც დასტურია იმისა, რომ გვსურს გავაუმჯობესოთ სოფლად მცხოვრები თითოეული მოქალაქის, დიასახლისის, ქალის ცხოვრების ხარისხი,"- განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ. 

"ამაგის დასაფასებლად, შრომის აღსანიშნავად, სოფლად მცხოვრები სხვა ქალების წასახალისებლად, ჩვენი მოკრძალებული აქტივობით გვსურს მადლობა გამოვხატოთ თითოეული მათგანის მიმართ,"-განაცხადა გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, კობა კუბლაშვილმა.

ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაიგეგმა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები