Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცოტნე ზურაბიანმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

თარიღი : 8-10-2016, 12:54 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა, უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი. კანდიდატმა, დედასთან და დებთან ერთად, 61-ე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.

"მე არჩევანი გავაკეთე საქართველოს სწრაფ განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, კეთილდღეობასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფლებაზე. ანალოგიურს მოვუწოდებ წყალტუბოს მოსახლეობას - გააკეთონ ღირსეული არჩევანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი არჩევანი იქნება წყალტუბოს წარმატებაზე და მომავალზე ორიენტირებული," - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

61-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო უბანზე ამ დრომდე მაღალი აქტივობაა დაფიქსირებული.

"243 ადამიანია ამ დროისთვის მოსული. თითოეულმა მათგანმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. 8 საათიდან ამ დრომდე, არანაირი ექსესი არ დაფიქსირებულა. ყველაფერი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, დარღვევების გარეშე" - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ფარელიშვილმა.

ცნობისთვის, 57-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში 52 308-ს შეადგენს. ჯამში 68 უბანია და ამ დრომდე თითოეულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.


ნანახია: 4307-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მონაცემების დაჯამება დაიწყო.
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შენგელია არჩევანის გასაკეთებლად უბანზე ბებოსთან ერთად მივიდა.
მაჟორიტარი დეპუტატი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
წყალტუბოში ამომრჩეველთა აქტივობამ 37.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 19 272 ამომრჩეველს ნიშნავს
ზაზა მეფარიშვილმა საკუთარი არჩევანი ქუთაისის # 12 საარჩევნო უბანზე გააკეთა

ამინდი