Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში კაცხის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თარიღი : 7-10-2016, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტში კაცხის მონასტრის სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდი მონასტრის რესტავრაციასთან ერთად მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებსაც აწარმოებს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.

პროექტის ფარგლებში, ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად, აშენდება ტურისტული ცენტრი, რომელიც სრულად აღიჭურვება, როგორც აუცილებელი შიდა, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელ-გაყვენილობის, სისტემებით, ასევე, საჭირო ავეჯით. მოეწყობა ავტოსადგომი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ეკლესიამდე მისასვლელ გზას, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემებს, უკვე მოწყობილია ღია - გადასახედი ტერასა ტურისტებისათვის. დასრულებულია მონასტრის გალავნის რესტავრაციისა და სამრეკლოს აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები, დაგებულია ქვაფენილი, მონასტერთან მისასვლელ სამანქანო გზაზე დასრულდა 45 მეტრი სიგრძის გაბიონის მოწყობა და ასფალტის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტირებული კაცხის სამონატსრო კომპლექსი მეტ ტურისტის მოზიდვის საფუძველი გახდება. ეს კი თავისმხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


ნანახია: 1467-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის
მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურაც.
ამავდროულად მიმდინარეობს მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები.
პროექტი ბერების საცხოვრებელი კელიების მოწყობას, წყალ-კანალიზაციის ქსელის გამართვას, არსებული გალავნის რეაბილიტაციასა და შიდა ეზოს

ამინდი