ქუთაისში საგზაო ნიშნების მოწყობას 'სპეციალური სერვისები' განახორციელებს
თარიღი : 6-10-2016, 22:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"სპეციალურმა სერვისებმა" ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით საპატრულო პოლიციასა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურთან ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე, საგზაო ნიშნების მოწყობა დაიწყო. აღნიშული ფუნქციის განხორციელება "სპეციალურ სერვისებს" ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დაევალა. როგორც "სპეციალური სერვისები"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს საგზაო ნიშნები თბილისი ქუჩაზე, სადგურ რიონში და პუშკინის ქუჩაზე განთავსდა.
NS
NS