სახალხო დამცველი მოშიმშილე პატიმრებთან არ მივიდა
თარიღი : 20-08-2013, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებს სახალხო დამცველი ამ დრომდე არ შეხვედრია. გეგუთის კოლონიაში 6 პატიმარი მე-9 დღეა შიმშილობს, ხოლო ორ პატიმარს კი პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. ისინი სახალხო დამცველთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ერემაშვილმა ტოპნიუსს განუცხადა, ომბუდსმენი მოშიმშილეებთან არ მისულა, თუმცა მათ რამდენჯერმე შეხვდნენ მისი აპარატის წარმომადგენლები.გეგუთის კოლონიაში მოშიმშილე და პირმოაკერილი პატიმრები თვლიან, რომ სასჯელს უკანონოდ იხდიან, ამიტომ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოითხოვენ.