ინტენსიური განათლების ცენტრის პრეზენტაცია ქუთაისში

ქუთაისში ინტენსიური განათლების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრში სწავლის მსურველებს დამატებითი განათლების მიღება შეეძლებათ. სწავლის პერიოდი სასწავლო კურსის მიხედვითაა გათვლილი. როგორც ცენტრის დირექტორი ზაზა ლეკვეიშვილი აღნიშნავს, ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„ჩვენი ცენტრი ორიენტირებულია, რომ ნებისმიერმა მსურველმა დამატებითი განათლების მიღება შეძლოს. აქ, როგორც სტუდენტს, ისე მოსწავლესა და მასწავლებელს კვალიფიკაციის ამაღლება შეეძლებათ. რაც შეეხება სასწავლო პერიოდს, გადანაწილებული იქნება იმის მიხედვით, თუ ვინ რა მიზნითაა მოსული. მაგალითად, აბიტურიენტისთვის განკუთნილია 9 თვიანი მომზადების კურსი,“ – აღნიშნა ლეკვეიშვილმა.
როგორც ლეკვეიშვილი განმარტავს, ცენტრი პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული.
შეხვედრას ქალაქის მერთან ერთად, ვიცე–მერი, ნოდარ მიქიაშვილიც დაესწრო. როგორც მურღულიამ აღნიშნა, მსგავსი ცენტრების არსებობა ხელს მომავალი თაობის უკეთ ჩამოყალიბებას უწყობს.
„რაც უფრო მეტი ცოდნის მიასღები ადგილი იქნება ქალაქში, მით უკეთესია ყველასთვის. სწორი ნიშა არის დაკავებული ამ ცენტრის მიერ, ძირითადად იმ აბიტურიენტებისთვის იზრუნებენ, რომლებსაც ინტენსიურად უწევთ გამოცდის ჩაბარება. ცენტრი ძალიან კარგი და საინტერესო იდეებითაა დატვირთული. წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებ,“– განაცხადა მურღულიამ.
როგორც ინტენსიური განათლების ცენტრის დირექტორი, ზაზა ლეკვეიშვილი, განმარტავს, ცენტრში დასაქმებული 12 მასწავლებლის რიცხვი, მომავალში, 30–მდე გაიზრდება.