'თქვენი ღვაწლი ყოველთვის უნდა იყოს დაფასებული',- იმერეთის გუბერნატორის მილოცვა პედაგოგებს
თარიღი : 5-10-2016, 11:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით გუბერნატორის აპარატი მილოცვის ტექსტს ავრცელებს.
"ძვირფასო პედაგოგებო!
გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ.
სახელმწიფოს მომავალი და განვითარება განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ჩვენი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში თქვენი როლი განუზომელია. თუ გვაქვს სურვილი გვყავდეს ძლიერი საზოგადოება და განათლებული თაობები, ხელისუფლების ვალია შეგიქმნათ პირობები, რათა იყოთ მოტივირებულები და მოსწავლეებს ცოდნა გადასცეთ. თქვენი პროფესია ძალიან ბევრ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ თქვენი ღვაწლი ყოველთვის უნდა იყოს დაფასებული,“–აღნიშნავს იმერეთის გივი ჭიჭინაძე.
ცნობისთვის, მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დღეს წარმატებული პედაგოგების დაჯილდოვება იგეგმება.