Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრი ვანში იმყოფებოდა

თარიღი : 4-10-2016, 22:12 | კატეგორია: ახალი ამბები   
ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა მინისტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.

შეხვედრაზე მინისტრმა სერგეენკომ ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ყველაფერი კეთდება მოსახლეობის მომსახურეობის გაუმჯობესებისთვის და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების პროგრმული ხარვეზის აღმოფხვრისთვის.

„წელს C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები გაუქმდა და ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად დაავადების სიმძიმისა, საშუალება მიეცემათ ჩაერთონ პროგრამაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი მთლიანად ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 300 მილიონით გაიზარდა,“- განაცხადა შეხვედრაზე დავით სერგეენკომ.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დავით სერგეენკომ ამომწურავი პასუხები გასცა დაინტერესებული პირების მიერ დასმულ შეკითხვებზე და მათ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

ცნობისთვის, წელს სასიკეთო ძვრები მოხდა ვანის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესების კუთხით. ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით ათწლეულების მანძილზე ვანში საავადმყოფოს არარსებობის გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა. "ჯიპიაი ჰოლდინგის" მიერ ნაკისრი ვლდებულების შესაბამისად, ვანში რეაბილიტირდა საავადმყოფოს შენობა და შედეგად მივიღეთ ახალი თანამედროვე სტანდარტების დაცვით აგებული სამედიცინო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით. საჭიროების შემთხვვაშ პაციენტებს ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის გარდა მოწვეული ექიმებიც ემსახურებიან.

NS


ნანახია: 638-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შალვა კიკნაველიძემ ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და მის მნიშვნელოვაზე ისაუბრა.
სტუმრები სოფელ შუამთის ე/წ პროფტექნიკუმის შენობაში და ქალაქ ვანის ყოფილი პროფტექნიკუმის ახლადრეაბილიტირებულ შენობაში შესახლებულ
ამის შესახებ დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის
დავით სერგეენკომ ექიმ-სპეციალისტებს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე მიულოცა და მათ განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობის
სერგეენკოს განცხადებით, ვანის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა მართლაც სავალალო მდგომარეობაშია.
ჩაის მწარმოებელი საწარმოს გახსნაზე ასევე ჩამოსული იყო ინდური მხარე. ჯოუსტინა დუბე კოუდჰარის თქმით, ჩაი ერთადერთი მიმართულება არაა, რა მიმართულებითაც ისინი
ქუთაისის N17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ბაღში სწავლის შეწყვეტის მიზეზი ტერიტორიაზე გველის პოვნა გახდა.
დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დილიდან სამხედრო ტექნიკა ფალიაშვილის ქუჩაზე გამოიფინა.

ამინდი