Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელ ყუმურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო

თარიღი : 4-10-2016, 22:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში ისევე როგორც მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე,სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

სოფელ ყუმურში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის ოდენობა 368 800 ლარს შეადგენს,რომლითაც სოფელში 14 დასახელების სამუშაო სრულდება.

ამ დროისთვის სოფელ ყუმურის ცენტრალურ გზაზე მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობა, სამუშაოების დასაფინანსებლად 90 000 ლარია გამოყოფილი.

პარალელურად მაისოურის მიმართულებით იწმინდება სანიაღვრე არხი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კი სოფელ დუცხუნში სპორტული სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს რომლის საპროექტო ღირებულება 2 800 ლარს შეადგენს.

ყუმურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დუცხუნში რეაბილიტაცია უტარდება სტიქიით დაზიანებულ შიდა საუბნო გზებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს კაკასუბნის გზის შეკეთების სამუშაოები. სოფელ ყუმურში კი ადეიშვილების უბანში, ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს საუბნო ხიდის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი.

სოფელში მიმდინარე სამუშაოები გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა დაათვალიერა. სპეციალისტების თქმით, ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები ხარისხიანად ხორციელდება.

NS


ნანახია: 1497-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელში მიმდინარე სამუშაოები გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა დაათვალიერა.
სოფელ ფერეთაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 419 400 ლარიდან 65 დასახელების სამუშაო შესრულდება.
23 სხვადასხვა დასახელების სამუშაოს შესრულებაა დაგეგმილი.
დღეის მდგომარეობით დახრეშილია ზედავანი-ტყელვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით სოფელ ამაღლებაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 214 000 ლარიდან 55 დასახელების

ამინდი