Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გრიგოლ(გია ) ბახტაძე- 'საქართველოში ქართული პოლიტიკა უნდა გატარდეს'

თარიღი : 4-10-2016, 17:47 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ქუთაისის #48 ოლქში, გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. გია ბახტაძემ მათ " პატრიოტთა ალიანსის" პროგრამა გააცნო და მოუწოდა მოსახლეობას, რომ მხარი ეროვნულ და პატრიოტულ ძალას დაუჭირონ.

„ საქართველოში ქართული პოლიტიკა უნდა გატარდეს და ხმაც იმ კანდიდატს უნდა მისცეთ, რომლის პროგრამაც და მიზნებიც თქვენს ოჯახს, ქალაქსა და საქართველოს წაადგება." – განაცხადა ბახტაძემ.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ამ შეხვედრაზეც წამოჭრა და თქვა, რომ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება, მათი პოლიტიკის მთავარი ამოცანაა. მოსახლეობას სიტყვით მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" ერთ–ერთმა ლიდერმა და აფხაზეთის საბჭოს დეპუტატმა ადა მარშანიამ:

"არ შეიძლება არჩევნებზე ხელი ჩავიქნიოთ და ყველას ერთნაირად შევხედოთ. ტყვიაზე უარესია საკუთარი სამშობლოს მიმართ გულგრილობა და იმედგაცრუება, ეს არ უნდა დაგვემართოს.“

აღნიშნული ქუჩის მოსახლეობა უმუშევრობასა და ფასების მატებაზე სწუხს. მოსახლეობის თქმით, მათ ბოლო დროს საღმოობით ელექტრო ენერგიაც ეთიშებათ. გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლების გარდა, კანდიდატი სხვა ქუჩის მოსახლეობასაც შეხვდა. ის აქტიურად განაგრძობს წინასაარჩევნო შეხვედრებს ამომრჩევლებთან.

NS


ნანახია: 1993-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე #11 ბინა ავარიულ მდგომარეობაშია
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ერისთავის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 'პატრიოტთა ალიანსი'-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის 48-ე საარჩევნო ოლქში გრიგოლ ბახტაძე
"დღეს პარლამენტში არ არის ერთი კაციც კი, ვიცსაც ჭკუა მოეთხოვება"
"პატრიოტთა ალიანსს" წამყვანი ტელევიზიები ბლოკავენ "

ამინდი