Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის პრეზენტაცია აწსუში

თარიღი : 4-10-2016, 17:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე–5 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი ესწრებოდნენ.

საბიბლიოთეკო კორპუსი მნიშვნელოვანი ინოვეციური სიახლეა არამარტო წერეთლის უნივერსიტეტში, არამედ მთელს კავკასიაში. მისი მშენებლობა განათლების სამინისტროს, ქუთსისის მერიისა და აწსუს ორგანიზებით ხორციელდება.

როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, საბიბლიოთეკო კორპუსი მთლიანად თანამედროვე სტანდარტებზე იქნება მორგებული. ის აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, საბიბლიოთეკო საცავი ღია იქნება წვდომაში და შენობაში განთავსდება სხვადასხვა ტიპის დარბაზები, სადაც სტუდენტებს სშუალება ექნებათ იმუშაონ როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდულაურად სპეციალურად განთავსებულ კაბინებში. შენობაში იქნება სწრფი კვების ობიექტებიც, აწსუს ინოვაციური ცენტრი და სტუდენტური სერვისები.

ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე დასრულებულია. წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის, განხცადებით 2017 წელს ბიბლიოთეკის შენობა უკვე აშენებული იქნება, 2018 წელს კი ფუნქციონირებას დაიწყებს.

"ახალი ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს სწავლის პროცესის უკეთ წარმართვას და სტუდენტებს მეტ მოტივაციას მისცემს, რათა უკეთ ისწავლონ," – განაცხადა ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, მზია თადუმაძემ.

სამომავლოდ, საბიბლიოთეკო კორპუსით სარგებლობა ქუთაისის ყველა მაცხოვრებლისთვის იქნება შესაძლებელი.


ნანახია: 2371-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ბიბლიოთეკის კორპუსის აშენების იდეა უნივერსიტეტის რექტორს,გიორგი ღავთაძეს ეკუთვნის.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის ვინაობა ცნობილია.
ბიბლიოთეკის შენობაში ამჟამად შიდა საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა და რემონტი მიმდინარეობს.
პროექტის მთლიანი ღირებულება 2 559 469 ლარს შეადგენს.

ამინდი