Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ახალ მერს, მერიის შენობასთან საკრებულოს თავმჯდომარე დახვდა

თარიღი : 21-11-2013, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახლადდანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია, რომელსაც ამ დრომდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ქუთაისის მერიაში მივიდა.

მურღულიას ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი შეხვდა, რომელმაც ჟურნალისტებს მერის ახალი შემსრულებელი წარუდგინა.

მურღულიას თქმით, ქუთაისისთვის მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლომდე მიყვანა იქნება.

"ქუთაისის მხარდამჭერი ვიყავი მაშინაც, როცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი და ვიქნები ახლაც, როცა ვარ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ქალაქი ჩემთვის საპატივცემულო ქალაქია და მზად ვარ, ვიმუშავო ამ ქალაქის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა მურღულიამ.


ნანახია: 2617-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში შოთა მურღულიას დასახვედრად ემზადებიან. ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მერის კაბინეტის დილიდან
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაინიშნა.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას განცხადებით, ის ამ ეტაზზე ქალაქის მერიაში არსებული ვითარების შესწავლითაა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა

ამინდი