Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩვენ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ გავაგრძელებთ თითოეულ ადამიანზე ზრუნვას"

თარიღი : 4-10-2016, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით "ჩემი არჩევანი".
აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო პერიოდულად შემოგთავაზებთ ინტერვიუებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან. "ჩემი არჩევანი" წარმოგიდგენთ ინტერვიუს ქუთაისის 49-ე საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატთან კობა ნარჩემაშვილთან.

ბატონო კობა, რატომ მიიღეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ ქუთაისის პრობლემატიკას?

როცა საჯარო პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე, ბუნებრივია, ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავი ამომრჩევლის პრობლემებამდე, უფრო კარგად დამენახა მათი საჭიროება და მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვაც ამ სურვილით იყო განპირობებული, რადგან ამ დროს ახლოს ხარ იმ ადამინებთან, ვისი პრობლემებიც 4 წლის განმავლობაში გარკვეულწილად შენი შესამსუბუქებელია.რატომ მაინცადამაინც ქუთაისის მაჟორიტარობა? შემიძლია ღიად ვთქვა, რომ ქუთაისში დავიბადე, გავიზარდე და აქ დავამთავრე სკოლა. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს და ყველა მისი გასაჭირი მინდა გავიზიარო. ჩემი ოჯახი და ახლო ნათესავებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ. ამ ქალქს მალე სტატუსი ექნება. ფონდ „ქართუ“-ს მიერ დაწყებული საქმე ქუთაისს საუნივერსიტეტო სტატუსს შეუქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ამ ქალაქში პარლამენტის დარჩენა და ამას ჩემი პოლიტიკური გუნდიც ეთანხმება."ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გეგმები, ამოცანები და გაკეთებული საქმე ჩემს იდეოლოგიასთან არის ახლოს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად თანაბარია საარჩევნო გარემო კანდიდატებისთვის?

ამაზე მეტად პოზიტიური საარჩევნო გარემო არ მახსოვს მას შემდეგ, რაც მე ვმონაწილეობ საარჩევნო პროცესებში, როგორც უბრალო მონაწილე, დამკვირვებელი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ როგორც ასარჩევი კანდიდატი. დღეს გვაქვს ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო, ერთმანეთს აღარ ვერჩით, არ არის დევნა არც ერთი ადამიანის, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს.

რა წარმოადგენს თქვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტს?


მე, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვიზრუნებ, რომ ჩვენს ქალაქში შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, რადგან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პრიორიტეტი სწორედ მეტი ღირსეულად დასაქმებული ადამინია ჩვენს ქალაქში. სამსახური არ არის მარტო მატერიალური კეთილდღეობა, სამსახური საკუთარი თავის თვითრეალიზაციის საშუალებაა, მეტი რეალიზებული ადამინია ქუთაისში. უამრავი თემაა, რაც ამ ქალაქში საკანონმდებლო დონეზე საჭიროებს გადაჭრას და სწორედ მე და ჩვენმა გუნდმა უნდა შევძლოთ ამ საკითხების გადაჭრა. პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოახდენს გარღვევას ქვეყნის განვითარებაში და ხალხთან ერთად მიაღწევს ყველა დასახულ მიზანს. თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა - ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი! პრიორიტეტული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მეწარმეობისა და ახალი ბიზნესის წახალისება, სოფლის მეურნეობის განვითარება და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირება; ჩვენ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ გავაგრძელებთ თითოეულ ადამიანზე ზრუნვას და თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა პირობა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და ღირსეული ცხოვრებისათვის.
გამარჯვების შემთხვევაში რა სარგებელს მოუტანთ ქალაქს?

პირველ რიგში, მე ვთვლი, რომ ეს იქნება სამივე დეპუტატის გაერთიანებული საქმიანობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მერთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ძალიან ახლო კოორდინაცია, ასევე იმ პრობლემების კარგად გააზრება, სად რა არის გადასაწყვეტი. ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვიქნებით აქტიურები. ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე კი მერი და თვითმმართველობა. კარგი კომუნიკაციის შემთხვევაში ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეიძლება ქალაქისთვის. ქუთაისის განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც წელს იქნა შემუშავებული, ძალიან ბევრი საკითხია საკანონმდებლო დონეზეა გადასწყვეტი. ასევე ტურიზმის განვითარება ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ყოველწლიურად მზარდია ვიზიტორების ნაკადი და ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლები. ჩვენ ამ ყველაფერს სწორი პოლიტიკით გავაძლიერებთ. საქართველოში ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი ქუთაისში იქნება, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას ჩვენს ქალაქში, რაც მეტ შემოსავალთან და მეტ დასაქმებულ ქუთაისელს ნიშნავს. გააქტიურდება მარკეტინგული აქტივობები მიზნობრივ და პოტენციურ ბაზრებზე, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოსავლის მოზიდვას ქალაქში.


ნანახია: 3068-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი".
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას

ამინდი