Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტობანიერში მოსახლეობას c ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

თარიღი : 3-10-2016, 21:57 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მონაწილე მობილური ჯგუფის მიერ, ადგილობრივ მოსახლეობას c ჰეპატიტის ვირუსზე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აღნიშნულ აქციას ვანის მუნიციპალიტეტში ორგანიზებას უწევს ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი “ გიგა ბუაძის ხელმძღვანელობით.
„ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და ეტაპობრივად მოიცავს მთელს მუნიციპალიტეტს,მომავალი კვირიდან ჩვენ გვექნება გეგმა-გრაფიკიც ,თუ რომელ სოფელში რომელ დღეს მივალთ და ამის შესახებ წინასწარ ვაცნობებთ ადგილობრივ მოსახლეობას,“- განაცხადა გიგა ბუაძემ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წლის აპრილში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანი ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში 7 000-მდე პაციენტი ჩაერთო. 3 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ამათგან 90%-მა კი C ჰეპატიტი უკვე დაამარცხა. 2016 წლიდან პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. მიმდინარე წლის ბოლომდე პროგრამის ფარგლებში 20 000 პაციენტი იმკურნალებს.

პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით ხორციელდება.

NS


ნანახია: 1541-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსგავსი უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს მთელს ვანის მუნიციპალიტეტს.
C ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია 27 ივლისს დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდება.
საქართველოში ყოველი მეათე ადამიანი c ჰეპატიტითაა დაავადებული.
ქუთაისი C ჰეპატიტის წინააღმდეგ დაწყებულ აქციას უერთდება.
პროგრამა 27 ივლისს დაიწყო და კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
აქციაში მონაწილეობის მსურველები ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში დღის აღნიშნულ მონაკვეთზე უნდა გამოცხადნენ.