ქუთაისის მერიაში შოთა მურღულიას კაბინეტს დილიდან ალაგებენ
თარიღი : 21-11-2013, 15:23 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის მერიაში შოთა მურღულიას დასახვედრად ემზადებიან.
ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მერის კაბინეტს დილიდან საგულდაგულოდ ალაგებენ.
"არ ვიცით მერის მოვალეობის შემსრულებელი მერის კაბინეტს დაიკავებს, თუ ვიცე-მერისას, ამიტომ ვალაგებთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის", - განაცხადა ქუთაისის მერიის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაიკავებს.