ქუთაისის საკრებულოს წევრები ქალაქის ყოფილი მერის ძეგლის დადგმას მოითხოვენ
თარიღი : 21-11-2013, 11:52 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" წევრები, ქალაქში ყოფილი მერის ლუკა ასათიანის ძეგლი დადგმას მოითხოვენ. საკრებულოს წევრის გია გოქაძის თქმით, ლუკა ასათიანმა 1879 წელს სოფლის მსგავსი ქალაქი ჩაიბარა და მალევე წარმატებულ ქალაქად აქცია.
"მოვითხოვთ ვასილ კიკვიძის ძეგლის ნაცვლად დაიდგას ქალაქის პირველი არჩეული მერის ლუკა ასათიანის ძეგლი. ის ნამდვილი ქართველი და ღირსეული ადამიანი იყო,"- ამბობს გოქაძე.
ცნობისთვის ლუკა ასათიანი ქუთაისის მერი , 1879-1892 წლებში იყო.