Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის 'მეცამეტე რაიონები'-ხელისუფლებისგან დავიწყებული დასახლებები ჭიათურაში

თარიღი : 2-10-2016, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მეცამეტე რაიონებად წოდებული უბნები ჭიათურაში. დასახლებები, სადაც არ არის გზა, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ტრანსპორტი. ამგვარ დასახლებაში მაცხოვრებლებს ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი შეხვდა. ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბარში განაცხადეს, რომ მისი სჯერათ და საპარლამენტო არჩევნებში თეიმურაზ გაფრინდაშვილის გვერდით დგანან. მაჟორიტარობის კანდიდატმა კი მოსახლეობას პირობა მისცა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში პასუხისმგებლობას არ გაექცევა და თითოეული ჭიათურელი მისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას იგრძნობს.

“ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ. დიდი ხანია მიტოვებულია ჩვენი უბანი. დამოკიდებული ვართ მხოლოდ საბაგიროზე. როგორც კი გამოირთვება საბაგირო, იმ წუთში ჩერდება მთელი უბანი. პური რომ პურია, ადამიანს ის ვეღარ ამოაქვს. წყალი არ გვაქვს, გაზი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს. დენი ხანდახან ისე გამოირთვება, ერთი კვირა არ გვაქვს. თეიმურაზ გაფრინდაშვილი პიროვნება უმაღლება პიროვნებაა და მთელი ჩვენი დასახლება მივცემთ ხმას მას,“ - აცხადებს ტიტე ჯაფარიძე.

„ფაქტიურად ეს უბნები არ გრძნობენ თავს ქალაქის ნაწილებად. მთელი რიგი პრობლემებია ამ უბნებში. მოსახლეობა თვლის და სამართლიანადაც თვლის, რომ დავიწყებულები არიან ხელისუფლებისგან. მე ვპირდები ამ ადამიანებს, რომ ჩემი მაჟორიტარობის შემთხვევაში მათ მსგავსი ინფრასტრუქტურული პრობლემები აღარ ექნებათ და არ იქნებიან დავიწყებულები,“ - განაცხადა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა.


ნანახია: 1672-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჭიათურაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი თვლის, რომ ამგვარად მას, როგორც ძლიერ კანდიდატს ებრძვიან.
ალასანია მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის გაცნობას და ქუჩაში მოქალაქეებთან შეხვედრას გეგმავს
ჭიათურის მოსახლეობა მუნიციპალიტეტისათვის ქალაქის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს.
ადგილობრივებმა თეიმურაზ გაფრინდაშვილს სოფლის პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ალასანია 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ

ამინდი