Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ღონისძიება 'ოცნების ხეივანი' გაიმართა (R)

თარიღი : 2-10-2016, 14:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ღონისძიება "ოცნების ხეივანი" გაიმართა.
როგორც topnews.com.ge-ს პარტიიდან აცნობეს, ღონისძიებაზე მისულ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ სპორტულ ღონისძიებებში, დაეტოვებინათ ფერადი ანაბეჭდები, ენახათ პანტომიმის თეატრისა და ბერიკების შოუ. “ოცნების ხეივანს“ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინფორმაციით, კანდიდატმა წყალტუბოელებთან მიმართვა მილოცვით დაიწყო და ადგილობრივებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების დღე გაახსენა. მისივე თქმით, 8 ოქტომბერს პარტია კვლავ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.

"ოცნების ხეივანში იყო ბევრი ღიმილიანი სახე და პოზიტიური განწყობა, რაც მე ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაზე მოსვლით წყალტუბოს ახალგაზრდობამ კვლავ გამომიცხადა მხარდაჭერა და ნდობა, რომელიც აუცილებლად იქნება გამართლებული „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქვე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე - 4 წლის წინ, 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ჩვენ 8 ოქტომბერს კვლავ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ესწრებოდნენ, რომლებიც წყალტუბოს სხვადასხვა თემიდან იყვნენ ჩამოსულები. ღონისძიება „ოცნების ხეივანი“ ფოიერვერკითა და მუსიკალური ნომრით დასრულდა.

R


ნანახია: 1546-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზურაბიანის თქმით, მისი თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდი იქნება აქტიური და პროდუქტიული.
ქართული ოცნების ინფორმაციით, წყალტუბოს მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
'წყალტუბოს გამგებლის მოადგილე 2012-ში 'ნაციონალების' მაისურით დარბოდა'.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა.
წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია.
წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია.

ამინდი