ქუთაისში ბურჭულაძის ოფისი დაარბიეს
თარიღი : 1-10-2016, 12:43 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები

როგორც პარტიის წევრებმა საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს განუცხადეს, დილით ოფისში მისვლისას კარები ღია დახვდათ, პლაკატები ძირს დაყრილი, იატაკი კი საღებავით იყო მოსვრილი.
ბურჭულაძის პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზვიად ბაღდავაძის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტები კონკურენტებს მსგავსი ხერხით უსწორდებიან.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. ოფისი სპეციალური პოლიციის ლენტით უკვე შემოსაზღვრეს.