ქუთაისის მერიაში ჟურნალისტებს ერთი დღით შესვლა აუკრძალეს
თარიღი : 30-09-2016, 20:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჟურნალისტებისათვის ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი რეგულაციის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, მედიის წარმომადგენლებს პირველ ოქტომბერს, ერთი დღით ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში შესვლა აეკრძალებათ. არსებული ინფორმაციით, რეგულაცია პირველ ოქტომბერს, ქუთაისში, "ნაციონალების" მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
"გვითხრეს, რომ ჟურნალისტები მერიის აივანზე არ უნდა ავიდნენ. ხვალ მერიაში საერთოდ ვერ შემოგიშვებთ, ასეთია ბრძანება," - აცხადებენ Topnews.com.ge-სთან ქალაქის მერიის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში კი განმარტავენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.