იტვირთება

ქუთაისელი მოსწავლეები ახალგაზრდა ფოლკლორისტთა XXI რესპუბლიკურ შეკრებაში მონაწილეობდნენ

ქუთაისელი მოსწავლეები ახალგაზრდა ფოლკლორისტთა XXI რესპუბლიკურ შეკრებაში მონაწილეობდნენ

11 ნოემბერს თბილისის მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა XXI რესპუბლიკური შეკრება გაიმართა. კონკურსის მონაწილეებმა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, სიმღერები და ცეკვები წარადგინეს. 
ასევე, მოეწყო ქართული რეწვის ნამუშევრების გამოფენა. 

შეკრებაზე ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორის შემსწავლელი წრის წევრები ნათია ყურაშვილი და საბა თოთაძე იმყოფებოდნენ.

გამოყენებითი ხელოვნების შემსწავლელი წრის წევრმა მარიამ დათუაძემ  წარადგინა ეროვნული თოჯინები ( ხელმძღვანელი: რუსუდან ცუცხვაშვილი). 

მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის ანსაბლ ,,საუნჯის“ წევრები: იოანე ტურძილაძე, ნანუკა ცუცქირიძე, ანასტასია ნატრიაშვილი, გიორგი ნატრიაშვილი, ლიზი ჩხეიძე, მარიამ ჭელიძე (ხელმძღვანელი: ლალი ფუტკარაძე). 

მონაწილეები პედაგოგებთან ერთად,  სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები