Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნატო ქათამაძემ საარჩევნო პროგრამა არქიტექტორებს გააცნო

თარიღი : 28-09-2016, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ქათამაძე ქალაქის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მხატვრებსა და არქიტექტორებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

"ვფიქრობ ყველაზე მეტად კრიტიკულები უნდა იყვნენ თქვენი ფენის ადამიანები,"-მიმართა დეპუტატობის კანდიდატმა არქიტექტორებს და ქუთაისში არასწორად დაპროექტებულ შენობებზე ისაუბრა. მან ასევე მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას შეექმნათ ჯგუფი, რომელიც პროფესიონალებისაგან იქნება დაკომლექტებული და სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზა მათ.

როგორც ნატო ქათამაძემ განაცხადა, მისი მიზანია შეხვდეს როგორც მოქალაქე ამომრჩევლებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც.

"ჩემი ამოცანაა მოვისმინო მხატვრების, არქიტექტორების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების შეხედულებები, შევხვდე მათ და მათი რეკომენდაციები გავითვალისწინო ჩვენი ქალაქის საკეთიდღეოდ,-" განაცხადა ნატო ქათამაძემ.

თეონა ჯინჭველაშვილი


ნანახია: 1636-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2016 წელს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი რესპუბლიკური პარტიის წევრი ნატო
ქათამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას იმედი ჰქონდა ქალაქის საკრებულო აღნიშნულ თემაზე საკუთარ პოზიციას
"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ნატო ქათამაძე საარჩევნო ოლქებში არაპროფესიონალი დამკვირვებლების შერჩევაზე საუბრობს.
რა გეგმები აქვს 'რესპუბლიკელების' ყოფილ წევს ნატო ქათამაძეს და აპირებს თუ არა პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას? ამის შესახებ

ამინდი