Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოში 'მრეწველების' ფრაქცია დაიშალა

თარიღი : 28-09-2016, 16:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება–მრეწველები" დაიშალა. აღნიშნულის შესახებ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი აცხადებს, მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ფრაქციის დაშლის ინიციატორი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი გახდა.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ფრაქციის ერთ–ერთი წევრი ბექა ყანჩელი "მრეწველების" წევრი არ იყო. წინასაარჩევნო პერიოდში რომ აზრთა სხვადასხვაობას და ამომრჩეველს შორის გაურკვევლობას არ ჰქონოდა ადგილი, ყანჩელმა ფრაქციიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ფრაქცია "ქართული ოცნება–მრეწველები" დაიშალა“ -განაცხადა დვალმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება უკვე ყოფილი ფრაქციის ერთ–ერთმა წევრმა ლაშა გვენეტაძემაც დაუდასტურა.

„ფრაქცია სამი ადამიანისგან შედგებოდა აქედან მე და ბატონი ბიქტორ დოლიძე "მრეწველები" ვართ, ხოლო ბექა ყანჩელი არ იყო, რის საფუძველზეც მან ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც დავუდასტურე და ფრაქციაც დაიშალა,“–განაცხადა გვენეტაძემ.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1207-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფრაქცია 'მრეწველები' ერთი თვის წინ აზრთა სხვადასხვაობის გამო გაუქმდა.
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ
სამი პოლიტიკური ძალა ერთ ფრაქციად გაერთიანდა
ხარაგაულის საკრებულოში ეს რიგით მეექვსე ფრაქციაა.
თავმჯდომარის მოვალეობას დვალი მოადგილე ბექა ყანჩელი ასრულებს.
აღნიშნულ ქუჩაზე მერიის დაკვეთით მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მიმდინარეობდა, მძიმე ტექნიკის საშუალებით კალაპოტიდან ამოღებული ქვა-ღორღი და მიწის მასა
21 იანვარი, 11:00 საათი: ქუთაისში არსებული ოპოზიციური პარტიების რეგიონული ლიდერები, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო, topnews.com.ge-ს პრესკლუბში

ამინდი