Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორმა საჩხერეში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თარიღი : 28-09-2016, 15:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და მხარის წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

იმერეთის გუბერნატორმა საჩხერის სოფლებში აშენებული 3 ახალი საბავშვო ბაღი გახსნა და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ასევე, მონიტორინგის ფარგლებში დაათვალიერა გორაძირის სკოლა, რომელიც წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

დღესვე მხარის რწმუნებულმა რეგიონული საბჭოს სხდომა გამართა. შეხვედრაზე მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების შესახებ. ასევე, მოუსმინეს რეგიონული უწყებების წარმომადგენლებს. კერძოდ, დევნილთა სამმართველოს, იმერეთის სატყეო სამსახურის, შ.პ.ს ,,საქართველოს მელიორაციის“ ყვირილა-ცხენისწყალის აუზის სერვისცენტრისა და იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელებს.


ნანახია: 1617-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის
2016 წელს იმერეთში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა
იმერეთის გუბერნატორმა გამგებლებთან თათბირიც გამართა, სადაც რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებზე
2016 წელს მუნიციპალიტეტში 20-ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ქუთაისის ავტობანთან
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო.

ამინდი