Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'შემოდგომა ქუთაისში',-გამოფენები, თათარა და ჩურჩხელები

თარიღი : 27-09-2016, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, ანონსი   
topnews.com.ge
ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება “ 1-ელ ოქტომბერს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გამართავს ღონისძიებას „შემოდგომის ქუთაისი“. ღონისძიებაზე გამოტანილი იქნება გაერთიანების ფილიალების გამოფენები შემოდგომის თემაზე, მოდუღდება თათარა და ამოივლება ჩურჩხელები; წარმოდგენილი იქნება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების მიერ შექმნილი თემატური კუთხე, ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა, ღია საჭადრაკო ტურნირი, თეატრალიზებული წარმოდგენა: „თქვენ გაგივლიათ, ოქტომბერში, თეთრ ხიდზე ფეხით“?..

გ. მაისურაძის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ადგილზე შეასრულებენ ნამუშევრებს თემაზე: „შემოდგომა ქუთაისში,“ სტუმრებს მოხატავენ სახეზე. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ გ. დარახველიძის სახ. სახელოვნებო სკოლასთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ლ. გერსამიას ხელმძღვანელობით, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, კულტურის გაერთიანებასთან არსებული ანსამბლი „ბერმუხა,“ თეთრ ხიდზე გაიმართება პერფორმანსი სამეჯლისო ანსამბლ „ ელიტის, “ საბალეტო სტუდიისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით .

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების “ფილიალი ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი წარმოგვიდგენს გამოფენას „ანჯაფარიძის სკვერის ისტორია“, სპორტის მუზეუმი წარმოგიდგენთ ებრაული ახალი წლისადმი მიძღვნილ გამოფენას "ქუთაისელი ებრაელი სპორტსმენები."

დღის ბოლოს გაიმართება საზეიმო კონცერტი „ just band”_ ისა და დ. ჯანელიძის საესტრადო ბენდი “აისის” მონაწილეობით.


ნანახია: 4126-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შემოდგომა ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საღამოს 20:00საათზე კონცერტით დასრულდება.
კონცერტი 30 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში
აგრეთვე მოხდება იმერეთის რაიონებიდან ჩამოტანილი ახალი ღვინის დეგუსტაცია.
დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი 1993 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის მერიის №761 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა და
კონცერტი ქუთაისის ოპერის თეატრში 29 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
შენობის გარეშე დარჩენილი მუზეუმი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში არსებულ სხვადასხვა დაწესებულებას აფარებდა თავს.

ამინდი