ზეკო ხაჩიძე ლადო მესხიშვილის თეატრის ადმინისტრატორად ინიშნება

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1-ლი ოქტომბრიდან ახალი ადმინისტრატორი ეყოლება. აღნიშნულ პოზიციას ზეკო ხაჩიძე დაიკავებს.
ხაჩიძის თქმით, ის თეატრის გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.
"მიხარია, რომ მონატრებულ ქუთაისში ვიწყებ მუშაობას. მრავალი კრეატიული იდეა მაქვს, რომლის განხორციელებას თეატრალებთან ერთად ვგეგმავ. ეს იქნება ყველა თაობისთვის საინტერესო პროექტი. რაც შეეხება წყალტუბოს გამგეობას, იქ უკვე დავწერე განცხადება და პირველი ოქტომბრიდან თეატრში ოფიციალურად დავიწყებ მუშაობას,"-აცხადებს ზეკო ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ ზეკო ხაჩიძე წლების განმავლობაში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობდა, ამის შემდეგ კი მან წყალტუბოს გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაინაცვლა.