Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო

თარიღი : 26-09-2016, 17:29 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო. მეორე ეტაპის შეხვედრის ფარგლებში, კანდიდატი ფარცხანაყანევში ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრას 600-მდე ადგილობრივი ესწრებოდა.

„დღევანდელი შეხვედრის საუბრის თემა იყო ის მთავარი დანაპირები, რომელიც არის ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. მათ შორის ვისაუბრეთ საპენსიო რეფორმაზე, სახელმწიფო პროგრამის „ცხოვრება გრძელდება“ ამოქმედებაზე. ამ პროგრამის ამოქმედებით პენსიონრებს დასაქმების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდება. მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი იქნება უფრო მასშტაბური და უფრო საინტერესო,“ - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

აქვე აღვნიშნავ, რომ ცოტნე ზურაბიანმა პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ 2 კვირა მოსახლეობასთან შეხვედრები შეაჩერა და 2 კამპანია „ინფრომირებული ამომრჩეველი“ და „წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი“ დაიწყო. კამპანიების ფარგლებში ყოველდღე რამდენიმე შეხვედრა იმართებოდა. მათ შორის ჩატარდა ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრა და კარდაკარის პრინციპით ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა. გარდა ამისა, კანდიდატი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან მართავდა შეხვედრებს, მათ შორის იყო შეხვედრა მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან, ექიმებთან, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან და სხვა.

მეორე ეტაპის შეხვედრები პირველისგან განსხვავებით, უფრო მასშტაბური იქნება და იგი 6 ოქტომბრამდე გასტანს.

NS


ნანახია: 1663-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს' წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა მედიისთვის ბრიფინგი
'ქართული ოცნების' წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა დღეიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი შეაჯამა.
შეხვედრაზე კანდიდატმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გააცნო წყალტუბოსთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა.
ზურაბიანი მოსახლეობასთან შეხვედრების პირველ ეტაპს შეაფასებს და 10 დღიან ღონისძიებათა ციკლს დაანონსებს.
'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში მოქმედ

ამინდი