სპორტის მინისტრი: ქუთაისში უპრენცენდენტო მოედნის მშენებლობა იწყება
თარიღი : 26-09-2016, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საფუძველი სპორტული მოედნის მშენებლობას ჩაუყარა.
მინისტრის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან სპორტის სფეროზე 500 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
„ეს მთავრობის მხრიდან სპორტის გვერდით დგომის არნახული მაგალითია. მიხარია, რომ ისევ გაგრძელდება მშენებლობა. რაც შეეხება ქუთაისს, ჩვენს ქუთაისელ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ თანამედროვე მოედნებზე ივარჯიშონ და ითამაშონ, რადგან ქუთაისში უპრენცენდენტო მოედნის მშენებლობა იწყება,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ცნობისთვის, 2017 წელს ქუთაისი რაგბში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რისთვისაც ქვეყნის ხელისუფლება შესაბამისად ემზადება.