Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საქართველო ევროპულ გზაზე',- შეხვედრა ჭიათურის გამგეობაში

თარიღი : 26-09-2016, 10:16 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში შეხვედრა გამართა. შეხვედრა,რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჭუმბურიძე,გამგებლის მოადგილე ლალი კაპანაძე,ადგილობრივი თვითმმართველობის, ჭიათურაში არსებული ორგანიზაციების, ბიზნესის, არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროექტის „საქართველო ევროპულ გზაზე“ ფარგლებში გაიმართა. მას გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი GLOBSEC (ყოფილი სლოვაკეთის ატლანტიკური კომისია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ) საინფორმაციო ცენტრისა და სლოვაკეიდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ეგიდით ხორციელდება.

საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. სლოვაკეთის ერთ-ერთი ქალაქის ყოფილმა მერმა პიტერ გოგოლმა და სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტის დოქტორმა მარსელა ხრენეკოვამ, დარბაზში შეკრებილებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ევროკავშირში საკუთარი ქვეყნის მიერ განვლილ ეტაპებზე, სხვადასხვა სფეროებში შემუშავებული სტანდარტების დანერგვაზე.

შეხვედრის ბოლოს, საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებსა და ადგილობრივებს შორის საინტერესოა დისკუსია გაიმართა.

NS


ნანახია: 1540-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'სასმელი წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებები,'-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიცსაქართველოში სლოვაკეთის საელჩომ
შეხვედრა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება.

ამინდი