Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში ჭიათურის წარმომადგენელი თეიმურაზ გაფრინდაშვილი იქნება"

თარიღი : 25-09-2016, 13:09 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ვრჩები საარჩევნო რეჟიმში და ვაგრძელებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას. მე და ჩემს მხარდამჭერებს ჭორები ვერ შეგვაშინებს,“ - ამგვარად პასუხობს ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გაფრინდაშვილის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ჭიათურის სოფლებსა და ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მაცხოვრებლებს მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას აწვდიან. თეიმურაზ გაფრინდაშვილი მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციებს და ერთად იბრძოლონ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის.

“გარწმუნებთ ჩემო ძვირფასო ჭიათურელებო, თეიმურაზ გაფრინდაშვილი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში თქვენთან ერთად გავიმარჯვებ 8 ოქტომბერს. მე მაქვს კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მოქმედებენ მათი შტაბების დავალებით. მივმართავ მათ, ვისაც შეყავს მოსახლეობა შეცდომაში, შეწყვიტონ ამგვარი ქმედებები. ამით ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ,“ - აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი.

„თეიმურაზ გაფრინდაშვილს მოსახლეობის მხრიდან აქვს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა. აქედან გამომდინარე ცდილობენ, რომ ებრძოლონ. ავრცელებენ ჭორს თითქოს მან მოიხსნა კანდიდატურა. ამგვარი გზებით მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, რადგან ჭიათურელ ხალხს გაკეთებული აქვს თავისი არჩევანი და არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში ჭიათურის წარმომადგენელი თეიმურაზ გაფრინდაშვილი იქნება,“ -ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე თენგიზ სამხარაძე.


ნანახია: 1759-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეიმურაზ გაფრინდაშვილი თვლის, რომ ამგვარად მას, როგორც ძლიერ კანდიდატს ებრძვიან.
'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჭიათურაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი NDI-ს გრძელვადიანი და ეუთოს
გაფრინდაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ფაქტი შეაფასა.
მიროტაძის განცხადებით, გაფრინდაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერის სანაცვლოდ თანხა გადაუხადა.
'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი 'ქართული ოცნების' ჭიათურის მაჟორიტარი

ამინდი