Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი იქნება

თარიღი : 24-09-2016, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი საინფორმაციო ცენტრი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გაიხსნას. ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს საინფორმაციო ცენტრი ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური იქნება.

“მოქალაქეები შეძლებენ ყველა ის სერვისი მიიღონ, რაც აუცილებელია მათ ქალაქსა თუ რეგიონში კომფორტული მოგზაურობისათვის. ცენტრის მოწყობაში ქუთაისის მერიასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტ-მეტრი მოცემული ინფორმაციის სიზუსტით დაინტერესდა.

ჩვენ როგორც ქუთაისის მერიას, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დავუკავშირდით. მერიის მიერ გადმოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფართი 835.16 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამას ემატება საზაფხულო ფართი – 223.47 კვადრატული მეტრი, რაც ღია აივნებს წარმოადგენს. შენობა ოთხსართულიანია (ერთი ნულოვანი სართული) და სამ სართულს ორი მხრიდან აივანი აქვს, ხედით მდინარე რიონზე. შენობა რუსთაველის გამზირზე, #9-ში, 450 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე მდებარეობს. სამუშაოებს შპს “პარმაღი” ასრულებს, რომელმაც ერთეტაპიან ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა.

შპს “პარმაღი” რუსთაველის გამზირზე მდებარე ტურისტული საინფორმაციო ცენტრის სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს 162 000 ლარად ასრულებს. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ოთხმოცდაათ დღეში უნდა დასრულდეს. დამკვეთმა შენობა 2016 წლის 15 ოქტომბერს უნდა ჩააბაროს და როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, ახალ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს გახსნიან. ამ დროისათვის, ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დროებით, მერიის შენობაში, პირველ სართულზეა განთავსებული.

როგორც ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა განაცხადა, შენობა მრავალფუნქციური იქნება და ოთხივე სართული დაიტვირთება. შენობას ტურისტებისთვის რამდენიმე სველი წერტილი ექნება. პირველ სართულზე სამეურნეო ოთახები განთავსდება, სადაც ვიზიტორებს დროებით ბარგის შენახვის საშუალება ექნებათ. მეორე სართულზე კი, ეთნოგრაფიული დარბაზი და ტურისტული ვირტუალური კუთხე მოეწყობა. მესამე სართულზე ტურისტული ცენტრის ადმინისტრაციასთან ერთად, სუვენირების მაღაზია და კერძო ტურისტული კომპანიები იქნება განთავსებული. მეოთხე სართული მთლიანად საგამოფენო სივრცესა და საკონფერენციო დარბაზს დაეთმობა.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რამდენი და რა მასშტაბის საინფორმაციო ცენტრები არსებობს ქვეყანაში. ამის გასარკვევად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსს, ეკატერინე ყოლბაიას დავუკავშირდით. მისი განცხადებით, საქართველოში სულ 22 ტურიზმის საინფორმაციო ცენტრია.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მიზანს, საქართველოში ჩამოსული ტურისტების სრულყოფილი ინფორმირება წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ უცხოელი ვიზიტორებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა მათი პრიორიტეტია. ეკატერინე ყოლბაიას თქმით, ყველა ეს ცენტრი პატარაა, ერთსართულიანია და დაკავებული აქვს მხოლოდ ერთი ან ორი ოთახი. მისივე განცხადებით, ქუთაისის ახალი ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი იქნება.

დასკვნა
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ქუთაისში ოქტომბრის თვეში უნდა გაიხსნას, ოთხსართულიანია და მისი საერთო ფართი 1 000 კვადრატულ მეტრს სცილდება. საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი ფართობის ცენტრებია. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. ის, რომ შენობა ქუთაისში მართლაც დიდი და მრავალფუნქციურია, ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტებით დასტურდება.
ამდენად, ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული განცხადება არის სიმართლე.

წყარო: ფაქტ–მეტრი


ნანახია: 1765-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცენტრის მოწყობაში ქუთაისის მერიასთან ერთად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა ჩართული.
ცენტრის ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის თქმით, ქუთაისში ტურისტების მზარდი დინამიკა აღინიშნება.
ცენტრი, რომელიც ბიზნესმენ თეიმურაზ გაფრინდაშვილის დაფინანსებით შეიქმნა, ჭიათურაში ტურიზმის განვითარებას უზრუნველყოფს და უახლოეს
საქართველოში ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი ქუთაისში 2 მაისს გაიხსნა. ცენტრი ტურისტებს ყველა იმ სერვისის მიღებას სთავაზობს, რაც
როგორც ქუთაისის მერიაში topnews.com.ge–ს განუცხადეს, ტერიტორიაზე დაახლოებით ერთ თვეში ენერგოეფექტური სკვერი მოეწყობა.
ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელად ქალაქის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის

ამინდი