Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ზედა რგანის მოსახლეობა თეიმურაზ გაფრინდაშვილს დახმარებას სთხოვს

თარიღი : 24-09-2016, 11:15 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა რგანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები სოფელში მანგანუმის მოპოვების გამო შექმნილ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. მოსახლეობა განმარტავს, რომ ფირმები, რომლებიც ზედა რგანში მანგანუმს მოიპოვებენ, გამოყენებული ტერიტორიის აღდგენას არ ახდენენ. ზედა რგანის მოსახლეობამ პრობლემის მოგვარებაში დახმარება ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თეიმურაზ გაფრინდაშვილს სთხოვა. გაფრინდაშვილმა ადგილობრივებს განუცხადა, რომ მისი მაჟორიტარობის შემთხვევაში აუცილებლად შეისწავლის საკითხს და მთავარი ლიცენზიანტთან, „ჯორჯიან მანგანეზთან“ არაკეთილსინდისიერი ფირმებისათვის ნებართვების გაუქმების საკითხს დასვამს.

„ზედა რგანში ჰაერი აღარ არის, წყალი აღარ არის, გზა აქ აღარ არის. მილიონერები გახდნენ ჩვენი ეზოებიდან ეს ხალხი და ჩვენ რა დავაშავეთ?,“ - აცხადებენ ადგილობრივები.

„ყველა ეს ფირმა კერძო საკუთრებაზე მუშაობს. სახელმწიფო საკუთრებაზე არ იცემა ნებართვები. მყარი კონტრაქტი გაუფორმეთ, ნუ დაიწყებთ მარტო ფულის გამორთმევას. ვალდებულება ჩაუდევით რეკულტივაციაზე. რომელი ფირმაც არ შეასრულებს ვალდებულებას, მე ვიქნები იმის გარანტი, რომ მე შევასრულებინებ ვალდებულებას,“ - განუცხადა მოსახლეობას თეიმურაზ გაფრინდაშვილმა.


ნანახია: 1589-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივებმა თეიმურაზ გაფრინდაშვილს სოფლის პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.
ჭიათურის მოსახლეობა მუნიციპალიტეტისათვის ქალაქის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ალასანია 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ
ირაკლი ალასანია 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი წინასაარჩევნო
თეიმურაზ გაფრინდაშვილი თვლის, რომ ამგვარად მას, როგორც ძლიერ კანდიდატს ებრძვიან.

ამინდი