ქუთაისის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზა გაიხსნა
თარიღი : 23-09-2016, 19:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ავიაკომპანია “ვიზეარმა“ რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკკომპანიაა, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში 25-ე ბაზა გახსნა.
„ავიაკომპანიამ მოახდინა თავისი ერთ-ერთი ახალი AirbusA320 ტიპის თვითმფრინავის ბაზირება ქუთაისის აეროპორტში და დამატებით დაიწყო 7 ახალი დაბალტარიფიანი მიმართულებით ოპერირება: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი) გერმანიაში, ლარნაკა კვიპროსზე, მილანი იტალიაში, სოფია ბულგარეთში და სალონიკი საბერძნეთში. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, ვიზეარი თავის მომხმარებელს ახლა უკვე ქვეყნის 11 ავიამიართულებას სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ავიაკომპანია ასევე თავის მგზავრებს სთავაზობს 70 სხვადასხვა მიმართულებას ბუდაპეშტის, კატოვიცეს, სოფიას, ვილნიუსის და ვარშავას ბაზებიდან - რაც ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს იმოგზაუროს მთელს ევროპაში ვიზეარის ყველაზე დაბალი ფასებით,“ - აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
„ვიზეარის“ პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012 წელს შესრულდა და მას შემდეგ საქართველოს მიმართულებაზე 600,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა ავიაკომპანიის რეისებით.ვიზეარის ოპერირების დაწყებამ არამარტო ევროპასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის გამარტივებას, არამედ ადგილობრივი ბაზრის საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებას შეუწყო ხელი. 2015 წელს ვიზეარმა ქუთაისის აეროპორტში გადაიყვანა 125,000-ზე მეტი მგზავრი.