4 ოქტომბერს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

23 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით ურთიერთანამშრომლობის განვითარება, მხარეთა მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ.
მხარეთა შეთანხმებით, სააგენტო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ცენტრის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმების მხარდაჭერა და ინფორმაციის გავრცელება Worknet-ზე რეგისტრირებულ სამუშაო მაძიებლებში; მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს კადრების ჩართვა იმ მომენტისთვის არსებულ პროფესიული სწავლების პროგრამებში; და ასევე მიაწოდოს ინფორმაცია ცენტრს შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევის შედეგების შესახებ.
თავის მხრივ, ცენტრი ვალდებულია ვაკანსიის ან სტაჟირების არსებობის შემთხვევაში, განათავსოს ინფორმაცია Worknet-ზე; ცენტრის ბენეფიციარებს მიაწოდოს ინფორმაცია Worknet-ის შესახებ და შესთავაზოს აღნიშნულ დასაქმების პლატფორმაზე დარეგისტრირება; კონკრეტული ვაკანსიის პირობებში მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს, Worknet-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების დასაქმების ან უარის თქმის შესახებ;მიიღოს მონაწილეობა სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში; მიიღოს მონაწილეობა სააგენტოს მიერ ჩატარებულ შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევაში (წელიწადში ერთხელ).
ამ მემორანდუმის ფარგლებში პირველი ერთობლივი ღონისძიება 4 ოქტომბერს გაიმართება. განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ახალგაზრდა, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო) ხარისხი მოიპოვეს.