ზესტაფონელი ახალგაზრდა სოციალურ ქსელში თავმოჭრილი ძაღლის ფოტოს გავრცელების მიზეზებს განმარტავს
თარიღი : 20-11-2013, 17:17 | კატეგორია: სხვადასხვა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში მცხოვრები თამაზ ხუსკივაძე, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, კავკასიური ნაგაზი სანადირო თოფით მოკლა, ხოლო შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა, გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ხუსკივაძის თქმით, ის სანადიროდ მიდიოდა, როდესაც ძაღლი გაეკიდა. ამიტომ სანადირო თოფით კავკასიური ნაგაზი დაჭრა. ნადირობიდან დაბრუნებულმა კი ძაღლი ლიანდაგზე გადაჩეხილი დაინახა. ხუსკივაძე ვარაუდობს, რომ ორი წლის კავკასიური ნაგაზი მატარებელმა იმსხვერპლა.
„უკან რომ დავბრუნდი, ძაღლი შუაზე იყო გადაჭრილი. იქვე სარკინიგზო ლიანდაგი გადის და შეიძელბა მატარებელმა გადაუარა. ძაღლი შემეცოდა. ამიტომ მოვკიდე ხელი ორივე ნაწილს და დასამარხად წამოვიღე. ალბთ ამ დროს გადამიღეს ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა,“ - ამბობს ხუსკივაძე.
თამაზ ხუსკივაძის მიერ კავკასიური ნაგაზის მოკვლაში ეჭვი ეპარებათ ხუსკივაძის მეზობლებს. ისინი აცხადებენ, რომ ძაღლი მათ აწუხებდა. კერძოდ, მეზობლების თქმით, კავკასიური ნაგაზი მათი ქათმების გარდა, არც ადამიანებს ინდობდა და მათაც დასდევდა.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში ფოტო გაჩნდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცს ხელში ძაღლის მოჭრილი თავი უჭირავს.