Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა აქტივობებს ეუფლებიან მოზარდები ქუთაისში და რომელ დაწესებულებებს ანიჭებენ უპირატესობას ქუთაისელი მშობლები?

თარიღი : 22-09-2016, 22:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში სასწავლო წელი კერძო და საჯარო სკოლების გარდა, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც განახლდა. სკოლაში მიღებული ცოდნის გარდა, რა აქტივობებს ეუფლებიან ქუთაისელი მოზარდები და რომელ დაწესებულებებს ანიჭებენ უპირატესობას მათი მშობლები? საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნული თემით დაინტერესდა და არსებული რეალობის გასარკვევად მშობლებს ესაუბრა.

ქუთაისში მცხოვრები თამარ დვალიშვილი სკოლის შემდეგ შვილებს ცეკვისა და ხატვის წრეზე ატარებს. როგორც დვალიშვილი განმარტაავს, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევისას ყურადღებას დაწესებულების პრესტიჟზე, ცნობადობასა და პედაგოგთა კვალიფიკაციაზე ამახვილებს.

"ჩემი ორივე შვილი ასაკით პატარაა, ამიტომ აქედანვე ვცდილობ, კარგად შეისწავლონ ის საქმე, რომელიც დააინტერესებთ. ჩემი გოგონა ცეკვაზე ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში დადის, ხოლო ბიჭი თავისსავე სკოლაში გახსნილ კარატეს წრეზე," – ამბობს დვალიშვილი.

ერთ-ერთი მშობელი მარიამ ლევიძე ამბობს, რომ მისი შვილისათვის დამატებით აქტივობებს სკოლა უზრუნველყოფს.

"ჩემი შვილი სკოლაში გახანგრძლივებულზე სწავლობს. სკოლა არეგულირებს დამატებით აქტივობებს, ცეკვაზეც დადის და ჭადრაკზეც," – აცხადებს ლევიძე.

"ქუთაისში ვეძებ დაწესებულებას, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ჩემი შვილი პარალელურად სხვადასხვა აქტივობით დავტვირთო. ჩემი მეგობრებისგან ვიცი, რომ ქალაქში არსებობს ახალგაზრდული ცენტრი, სადაც სწავლა სხვადასხვა მიმართულებით არის შესაძლებელი. ჩემი შვილის ცეკვაზე შეყვანას ვფიქრობ და ალბათ, მის მეგობრებთან ერთად ახალგაზრდულ ცენტრს მიმართავს," – აცხადებს მშობელი ფერიდე ჭუმბურიძე.

"სკოლის გარდა ჩემი შვილი ერთ-ერთ სპორტულ აქტივობაზე, ჯომარდობაზე დადის. მოსწონს იქ ყოფნა, თან ჩვენთვის მოსახერხებელია, რადგან სახლთან ძალიან ახლოსაა,"– ამბობს თათია ბრეგაძე.

შვილის ცეკვისა და სიმღერის წრეში ჩაწერა გადაწყვიტა თიკო კუტუბიძემ. ამბობს, რომ სურს მისმა შვილმა სკოლის შემდეგ დრო აღნიშნულ აქტივობებს დაუთმოს.

"სკოლის შემდეგ ჩემი ბიჭი ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მიდის, სადაც ცეკვისა და სიმღერის წრეებზე დამყავს," - აცხადებს თიკო კუტუბიძე.

"ჩემი შვილი ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში დამყავს. თავიდან ხატვის წრეზე დადიოდა. ახლა მხატვრული კითხვის წრეშიც მივიდა. როდესაც ჩემი გოგონასთვის სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებას ვეძებდი, ეს ცენტრი მირჩიეს, მეც მივედი და ეხლა ძალიან კმაყოფილი ვარ," - ამბობს მშობელი ცისანა ონიანი.

"ვთვლი, რომ მშობელმა თავიდანვე უნდა იზრუნოს, რათა ბავშვი მცირე ასაკიდანვე დაეუფლოს მისთვის სასარგებლო სხვადასხვა აქტივობას. ჩემი გოგონასთვის ხატვის და ცეკვის წრეები მინდა. ქუთაისი პატარა ქალაქია. არიან სკოლისგარეშე სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ბავშვებისათვის დამატებითი განათლების მიცემას ემსახურებიან. ვიცი, რომ ქალაქის მერიას აქვს მსგავსი დაწესებულებები. ჩემი შვილის ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მიყვანა გადავწყვიტე. ხშირად მინახავს ამ ცენტრის ბავშვები სტუმრად სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. ვიცი, რომ წარმატებული დაწესებულებაა და მისი მოსწავლეები ბევრ კონკურსში იმარჯვებენ. ცხადია მეც მინდა, ჩემი შვილი ამგვარ სკოლისგარეშე დაწესებულებაში სწავლობდეს," - აცხადებს ქეთი შუკაკიძე.

როგორც ჩვენს მიერ გამოკითხული მშობლებიდან ირკვევა, მათი უმრავლესობა ცდილობს შვილების მომავალზე თავიდანვე იზრუნოს, ზრუნვა კი პრესტიჟული და ცნობადი სკოლისგარეშე სასწავლო დაწესებულების შერჩევით დაიწყოს.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2677-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ფორმის შეკერვას სთხოვენ, რომელიც მშობლებს 100-100 ლარზე მეტი უჯდებათ.
ქუთაისში მცხოვრები გოჩა ნუცუბიძე სამი წელია შვილის დასაბრუნებლად იბრძვის.
ფილმის ჩვენების ჩაშლაში მონაწილეობას უარყოფს თავად დეპუტატი.
როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო.

ამინდი