Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხმებს უვრცელებენ 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს?

თარიღი : 22-09-2016, 18:03 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა პარტიის საარჩევნო შტაბში შტაბის ხელმძღვანელთან, გელა კაპანაძესთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ჭიათურის სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მის მხარდამჭერებს ინფორმაციას აწვდიან იმასთან დაკავშირებით, რომ გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. თეიმურაზ გაფრინდაშვილი თვლის, რომ ამგვარად მას, როგორც ძლიერ კანდიდატს ებრძვიან. მაჟორიტარობის კანდიდატი მხარდამჭერებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციებს და ერთად იბრძოლონ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის.
http://www.picz.ge/img/s4/1609/22/e/e145548d6eb1.jpg
„რამდენიმე დღეა ჩემი კოორდინატორები და ქვეკოორდინატორები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები დადიან სოფლებსა და ქალაქში და ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს თეიმურაზ გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოიხსნა და აღარ აპირებს საარჩევნო მარათონში მონაწილეობას. მინდა განვაცხადო, რომ ეს არ არის ის მეთოდი, რომლითაც თეიმურაზ გაფრინდაშვილს შეაშინებენ. ამგვარ მეთოდებს იყენებენ, რადგან თეიმურაზ გაფრინფაშვილის სახით ძლიერ კონკურენტს ხედავენ. მე მინდა ვუთხრა ჭიათურის მოსახლეობას, არ ვაპირებ კანდიდატურის მოხსნას. საქმეს თუ ხელს ვკიდებ, ბოლომდე მიმყავს. ამიტომ, ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო, ბოლომდე ვიბრძოლო იმისათვის, რომ ჭიათურას ჰყავდეს მაჟორიტარი, რომელიც საკუთარ ხალხს არ მოატყუებს, არ დაემალება და რომელიც ხალხის სამსახურში იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჭიათურელები 8 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ და აირჩევენ მაჟორიტარს, რომელიც პარლამენტში ყოფნის ოთხ წელიწადს მხოლოდ პირადი კომფორტისა და კეთილდღეობისათვის არ გამოიყენებს,“-აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი.


ნანახია: 1675-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ვრჩები საარჩევნო რეჟიმში და ვაგრძელებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას. მე და ჩემს მხარდამჭერებს ჭორები ვერ შეგვაშინებს,' -
გაფრინდაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ფაქტი შეაფასა.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი არჩევნების მეორე ტურში 'ქართული ოცნების' კანდიდატს, სულხან მახათაძეს უპირისპირდება.
მიროტაძის განცხადებით, გაფრინდაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერის სანაცვლოდ თანხა გადაუხადა.
'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი 'ქართული ოცნების' ჭიათურის მაჟორიტარი
'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი NDI-ს გრძელვადიანი და ეუთოს

ამინდი