ქუთაისელ სტუდენტებს ინფორმაციის თავისუფლებაზე სემინარი ჩაუტარდათ
თარიღი : 20-11-2013, 16:18 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინფორმაციის თავისუფლებაზე სემინარი ჩაუტარდათ.
სემინარი თემაზე "ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ჩაატარა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" იურისტის თეონა ზაქარეიშვილის თქმით, საჭიროა ჟურნალსტიკისა და იურიდიული სპეციალობის სტუდენტებს მსგავსი სემინარები ჩაუტარდეთ, რადგან მოხდეს მათი უკეთ ინფორმირება.
"დღევნდელ სემინარზე სტუდენტებს მივაწოდებთ ინფორმაციას, თუ რა სახის საჯარო ინფორმაცია შეუძლიათ გამოითხოვონ. რაზე შეიძლება უთხრან, რომ ეს ინფორმაცია დახურულია და გაიგებენ, თუ რა ვადებში უნდა მიიღონ მათ გამოთხოვილი ინფორმაცია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სტუდენტების თქმით, მსგავსი სახის სემინარები მათ პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს, რაც მნიშვნელოვანია.