Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში,'- კამპანია ქუთაისში

თარიღი : 22-09-2016, 15:39 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კამპანია-,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“ გაიმართა.

კამპანია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას,“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რეგიონებში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების გაცნობა.

შეხვედრაში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

როგორც "სიდა"-ს დირექტორი ზვიად დევდარიანი აღნიშნავს, მსგავსი ფორმატით შეხვედრები საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება.

"არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-სა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, საქართველოს 10 ქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის შეხვედრები მიმდინარეობს. არასამთავრობოებს აქვთ საშუალება არასადებატო ფორმატში მათ იმ თემებთან დაკავშირებით დაუსვან კითხვები, რომლებიც მათი თქმით ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს," განაცხადა დევდარიანმა.


ნანახია: 1904-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებაში მონაწილეობა დაახლოებით 14-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო.
ქუთაისში, მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრას
'ჩართულობის არარსებობის გარდა დასახვეწია კანონმდებლობაც'
გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე: 'ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში'
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი